geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№ 15/29 - 01

02.09.2026

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წელს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრების კომისიების შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1.    შეიქმნას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2026-2027 სასწავლო წელს ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრების კომისიები შემდეგი შემადგენლობით:

1.1    ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
 ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე  
გ) ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი


1.2    ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი  გელა გრიგოლაშვილი;
 დ) ასისტენტ-პროფესორი  დეა ფირცხალაიშვილი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი
1.3    ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
დ) სოციალური მეცნიერების დოქტორი კონსტანტინე პეტრიაშვილი;
ე) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი

1.4    საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გასაუბრების კომისია:
ა) ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი გიორგი ღაღანიძე;
გ) ასოცირებული პროფესორი  ბადრი რამიშვილი;
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ელისო კვირკაშვილი - კომისიის მდივანი.


2.    სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გასაუბრება (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№19 კორპუსი 10, ოთახი 204)  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

2.1     ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - ადამიანური რესურსების მართვა  - 16.09.2026; 15:00 სთ; 
2.2     ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი - 16.09.2026; 15:30 სთ.
2.3     ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სჯარო მმართველობაში - 16.09.2026; 16:00 სთ;
2.4     ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა - ხელოვნების მენეჯმენტი - 16.09.2026; 16:30 სთ.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


დეკანი,    ასოცირებული პროფესორი                           მერაბ ხოხობაია